ჩვენი კომპანია ქართული აგროპროდუქტი ჩამოყალიბდა 2013 წელს და გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში დაიწყო საქმიანობა, როგორც ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ.

ამ პერიოდში 500-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მივაწოდეთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი ათამდე უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელს რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში.

განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ნაყოფის შერჩევის პროცესს, რათა შევუნარჩუნოთ უმაღლესი ხარისხი და დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები, რითაც ჩამოვყალიბდით როგორც ქართული ხილის და ბოსტნეულის ერთ ერთი წამყვანი ექპორტიორი.

ჩვენი მისიაა – ხელი შევუწყოთ საქართველოში ხილის წარმოებას, გადამუშავებას და წარმოებული პროდუქტების ექსპორტს.

აღნიშნული მისიის შესასრულებლად 2017 წლიდან კომპანიამ დაიწყო ხილის და ბოსტნეულის პიურეს და რბილობიანი წვენების წარმოება.

2020 წლიდან კეთილი და პატიოსანი ბრენდის ქვეშ ჩვენ უკვე ვახდენთ 6 დასახელების სხვადასხვა შემადგენლობის უნიკალურ სასმელის – დასალევი ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას.

საწარმოო დანადგარები

ჩვენი კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქართული ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება (კალიბრაცია-შენახვა-დასაწყობება სამაცივრე შენობაში) და როგორც ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის, ასევე მათგან უნიკალური ნატურალური სასმელის დამზადება და ექსპორტი.

ამ მიზნებისათვის კომპანიამ 2.5 ჰა საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მოიცავს 430 მ2 საკონსოლიდაციო ცენტრს, 350 ტონა ტევადობის სამაცივრე მეურნეობას და თანამედროვე გადამამუშავებელხაზს.

ჩვენი რჩეული პროდუქციის დაზიანებისგან დასაცავად დახარისხება მიმდინარეობს თანამედროვე, იტალიური UNITEC-ის კალიბრაციისა და სორტირების დანადგარების მეშვეობით

ჩვენს საწარმოში ხილი და ბოსტნეული ინახება სასაწყობო მაცივარში, რომელშიც დაცულია ყველა სტანდარტი და უზრუნველყოფილია პროდუქციის გრძელვადიანი შენახვის პირობები.

ჩვენს კომპანიას მოპოვებული აქვს მაღალი ხარისხის ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებლის სტატუსი საექსპორტო ბაზარზე.

პიურეს წარმოება ხორციელდება იტალიური TECMON-ის ფირმის პიურეს დამამზადებელი ხაზით.

სტანდარტები