ცოცხალი ხილი და ბოსტნეული

ქართული ცოცხალი (fresh) ხილის და ბოსტნეულის მრავალფეროვანი არჩევანი

კეთილი და პატიოსანი

ჩვენი უნიკალური სასმელი:

დასალევი ხილ-ბოსტნეული

ხილის პიურე

ქართული ხილისა და ბოსტნეულისგან დამზადებული უმაღლესი ხარისხის პიურე

logo.poporeli

პოპორელი
პოპორელი – ერთადერთი გემრიელი ქართული სოუსის და საწებლის ბრენდი

ერთადერთი დასალევი ხილ-ბოსტნეული რომელიც სიკეთის ხასიათზე გაყენებს

რაც ბუნებამ მოგვცა!

კეთილი და პატიოსანი

მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, ჩვენს კვების რაციონში სულ უფრო მეტია სახეცვლილი, ნატურალურობა დაკარგული, მავნე საკვები პროდუქტები. მიუხედავად განვითარებისა, ადამიანები ადამიანებად ვრჩებით და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ბუნების სიკეთის, ხილისა და ბოსტნეულის ვიტამინების, ყოველდღიური მიღება.

ჩვენ გვჯეროდა, რომ მიწის, მზის და წყლის მადლის ადამიანებამდე უცვლელად მიტანა შესაძლებელი იყო და გავაკეთეთ კიდეც! ჩვენ შევქმენით დასალევი ხილ-ბოსტნეულის ბრენდი “კეთილი და პატიოსანი” რომელიც ბუნების სიკეთეს ადამიანების სიკეთის სამსახურში აყენებს – სიმაყით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ბუნების ნაჩუქარი ხილ – ბოსტნეულის სასარგებლო ვიტამინების უკლებლივ ყველა სიკეთე უცვლელად, მოხერხებული მოხმარებისთვის თქხევადი სახით მოგვაქვს თქვენამდე. ეს არის ნამდვილი ხილბოსტნეული შენთვის, ჩვენთვის, საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის.

ჩვენ გვჯერა რომ სიკეთე საქმეში შესაძლებელი და აუცილებელია. ჩვენ გვინდა რომ “კეთილმა და პატიოსანმა” ადამიანები სიკეთის ხასიათზე დააყენოს და იყოს სანდო გამტარი ბუნების სიკეთესა და ადამიანებს სიკეთეს შორის.

სრულად

პოპორელი – ერთადერთი გემრიელი ქართული სოუსის და საწებლის ბრენდი, რომლითაც გემოებს ყოველდღე კეთილხმოვნად აამღერებ

პოპორელი – გემრიელი სოუსი და საწებელი Შევქმენით, რათა გააცოცხლოს და ადამიანებისთვის ყოველდღიურად ხელმისაწვდომი გახადოს მივიწყებული ქართული რეცეპტებით შექმნილი, განსაკუთრებული გემოვნური ხელწერის მქონე მრავალფერი ქართული სოუსები და საწებლები. გვჯერა, რომ განსაკუთრებული გემოვნური ხელწერის მქონე სოუსებს და საწებლებს შეუძლიათ სწორედ ისე შეუხმატკბილონ და ჰარმონიულად აამღერონ გემოები, როგორც ქართულ მრავალხმიან სიმღერაშია და ჩვეულებრივი, თითქოს არაფრით გამორჩეული საკვები, არაჩვეულებრივ, ჰარმონიულ კერძად აქციონ. ეს არის ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს – “პოპორელის” სოუსებმა და საწებლებმა გემოები უნდა გაშალოს, გახსნას და ჰარმონიულად აამღეროს! “პოპორელი” გემოების კეთილხმოვანებაა!

“პოპორელის” შესაქმნელად ჩვენ მოვაწყვეთ ეთნო-კულინარიული ექსპედიცია, მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე, ვესაუბრეთ ბებოებს, რომლებმაც თავიანთი, მათი ბებოების და დიდი ბებიების რეცეპტები გაგვიზიარეს. ჩავიწერეთ და მოვაგროვეთ მივიწყებული, ბევრისთვის აქამდე გაუგონარი რეცეპტები, თითქმის ყოველი მათგანი საოცარი აღმოჩენა იყო! ექსპედიციამ დაადასტურა, რომ ქართული სოუსები და საწებლები განსაკუთრებული მნიშვნელობის ქართული კულინარიული კულტურის ნაწილია, ქართული გემოების კეთილხმოვანების უზრუნველმყოფელი. “პოპორელი” ამ რეცეპტების მიხედვით შექმნილი სოუსების და საწებლების კრებულია, რომლითაც ადამიანები ყოველდღე მორთავენ და დაამშვენებენ კერძებს, გაშლიან და გახსნიან გემოებს და აქამდე არნახული გემოვნური ჰარმონიის აღმოჩენებს გააკეთებენ! “პოპორელი” დიად მოგზაურობას იწყებს! კვლევა – ძიება გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს სრული პოტენციალი არ გამოვლინდება და შეიქმნება ახალი ქართული, განსაკუთრებული გემოვნური ხელწერის სოუსების და საწებლების დიდი მრავალფეროვნება! რომლითაც არამარტო კერძები უნდა მორთო და დაამშვენო, არამედ რომლის გამოც უნდა მოამზადო კერძი.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა!

ჩვენ გვჯერა, ქართული სოუსებისა და საწებლების გამარჯვების!

ჩვენ გვჯერა რომ გემო უნდა მღეროდეს!

სრულად
poporeli
apple1

ცოცხალი ხილი და ბოსტნეული

მოსავლის აღების შემდეგ ახლად მოწეული ხილი და ბოსტნეული იგზავნება ჩვენს საწარმოში, სადაც ნაყოფი დეტალურად მოწმდება და ირჩევა. ხილისა და

ბოსტნეულის შერჩევის პროცესს ვახორციელებთ თანამედროვე დანადგარებით, რომლებიც ამოწმებენ ნაყოფის კურკის მთლიანობას და ზომების მიხედვით


ახარისხებენ ხილს.

სრულად

ხილის პიურე

არაფერმენტირებული, ფერმენტაციის უნარის მქონე პროდუქტი, რომელიც მიიღება ფიზიკური (მექანიკური) პროცესების: დაწნეხვის, დაქუცმაცების ან მთლიანი ან კანგაცლილი ხილის საკვებად ვარგისი ნაწილის გახეხვით ისე, რომ პროდუქტს არა აქვს მოცილებული წვენი.

სრულად
smoothie

სოფელი ჩუმლაყი, გურჯაანის რ-ნი, საქართველო, 1519

info@gefruit.ge;