პოპორელი – ერთადერთი გემრიელი ქართული სოუსის და საწებლის ბრენდი, რომლითაც გემოებს ყოველდღე კეთილხმოვნად აამღერებ

Პოპორელი (მეგრული სიტყვა) ქორფა, აყვავებული, ადიდებული, აფეთქებული.

გემო უნდა მღეროდეს!

პოპორელი – გემრიელი სოუსი და საწებელი Შევქმენით, რათა გააცოცხლოს და ადამიანებისთვის ყოველდღიურად ხელმისაწვდომი გახადოს მივიწყებული ქართული რეცეპტებით შექმნილი, განსაკუთრებული გემოვნური ხელწერის მქონე მრავალფერი ქართული სოუსები და საწებლები. გვჯერა, რომ განსაკუთრებული გემოვნური ხელწერის მქონე სოუსებს და საწებლებს შეუძლიათ სწორედ ისე შეუხმატკბილონ და ჰარმონიულად აამღერონ გემოები, როგორც ქართულ მრავალხმიან სიმღერაშია და ჩვეულებრივი, თითქოს არაფრით გამორჩეული საკვები, არაჩვეულებრივ, ჰარმონიულ კერძად აქციონ. ეს არის ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს – “პოპორელის” სოუსებმა და საწებლებმა გემოები უნდა გაშალოს, გახსნას და ჰარმონიულად აამღეროს! “პოპორელი” გემოების კეთილხმოვანებაა!
“პოპორელის” შესაქმნელად ჩვენ მოვაწყვეთ ეთნო-კულინარიული ექსპედიცია, მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე, ვესაუბრეთ ბებოებს, რომლებმაც თავიანთი, მათი ბებოების და დიდი ბებიების რეცეპტები გაგვიზიარეს. ჩავიწერეთ და მოვაგროვეთ მივიწყებული, ბევრისთვის აქამდე გაუგონარი რეცეპტები, თითქმის ყოველი მათგანი საოცარი აღმოჩენა იყო! ექსპედიციამ დაადასტურა, რომ ქართული სოუსები და საწებლები განსაკუთრებული მნიშვნელობის ქართული კულინარიული კულტურის ნაწილია, ქართული გემოების კეთილხმოვანების უზრუნველმყოფელი. “პოპორელი” ამ რეცეპტების მიხედვით შექმნილი სოუსების და საწებლების კრებულია, რომლითაც ადამიანები ყოველდღე მორთავენ და დაამშვენებენ კერძებს, გაშლიან და გახსნიან გემოებს და აქამდე არნახული გემოვნური ჰარმონიის აღმოჩენებს გააკეთებენ! “პოპორელი” დიად მოგზაურობას იწყებს! კვლევა – ძიება გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს სრული პოტენციალი არ გამოვლინდება და შეიქმნება ახალი ქართული, განსაკუთრებული გემოვნური ხელწერის სოუსების და საწებლების დიდი მრავალფეროვნება! რომლითაც არამარტო კერძები უნდა მორთო და დაამშვენო, არამედ რომლის გამოც უნდა მოამზადო კერძი.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა!
ჩვენ გვჯერა, ქართული სოუსებისა და საწებლების გამარჯვების!
ჩვენ გვჯერა რომ გემო უნდა მღეროდეს!

ჩამოტვირთე კატალოგი სრულად