ცოტა ხნის წინ, ბაზარზე ხილ-ბოსტნეულის ქართული ბრენდი “კეთილი და პატიოსანი” გამოჩნდა, დინჯ მუქ ფონზე შეხამებული ხასხასა ფერებითა და უშაქრო შემადგენლობით. ბრენდის სტრატეგიაზე სააგენტო LIVE-მა, მის ვიზუალურ გაპატიოსნებაზე კი, შემოქმედებითმა კომპანია Holy Motors-მა იმუშავა, მისმა თანადამფუძნებელი გიორგი ავალიანი კი, კონცეფციასა და სხვა დეტალებზე გვესაუბრა.
გიორგი ავალიანი: “ბრენდის შექმნაზე Live Branding ალექს ჩიქოვანისა და შოთა ჩინჩალაძის სტრატეგიული წინამძღოლობით ვიმუშავეთ. მასის ფერი ერთი და იმავე პროდუქტისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს, რადგან სითხის შესალამაზებლად ხელოვნურ საკვებ დანამატებს არ იყენებენ, ამიტომ გადავწყვიტეთ ხილისა და ბოსტნეულის შერევის სილამაზე უხვად ილუსტრირებული, ფერადი და თვალში საცემი შეფუთვით გადმოგვეცა. გვსურს, ჯანსაღმა არჩევანმაც ისე მიიზიდოს ყურადღება, როგორც ამას არაჯანსაღი, მაგრამ საამურად საცქერი პროდუქტები ახერხებენ.”

რაც შეეხება თავად ბრენდს:
“კეთილი და პატიოსანი მხოლოდ სახელი არ გეგონოთ! ცოცხალი ხილისაგან, შაქრის დამატების გარეშე დამზადებულ, ამ კეთილშობილ სითხეში ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი და სასარგებლოა. თუ აქამდე ხილისა და ბოსტნეულის ჭამა გეზარებოდათ, ახლა შეგიძლიათ დალიოთ ხოლმე.
რთულია, ნატიფი ქართული ამპერსანდი გულში არ ჩაგივარდეს, თუმცა კეთილი და პატიოსანი უცხოური სუპერმარკეტების დახლებსაც უმიზნებს, ამიტომ ძირითადი ტიპოგრაფიისა და სახელის ადაპტაცია რამდენიმე ენაზე დაგვჭირდა. ასევე შევასხით ხორცი ბოთლისა და ფოთლის მოქნილობით შთაგონებული 4 ბოთლიანი შეფუთვის კონცეფციებსაც, რომელთა სრულყოფასა და წარმოებისთვის შემზადებაზე მუშაობას ვაგრძელებთ,” – ამბობს გიორგი ავალიანი.
CAST
Creative directors: Nick Kumbari , Giorgi Avaliani
Lead Designer: Anuki Koniashvili
3D visualisation: David Dron
Strategy: Alex Chikovani, Shota Chinchaladze, Live branding
ავტორი: თამარ მეფარიშვილი