სასმელი (ხილის წვენით/ხილის წვენიანი) – არაფერმენტირებული, ფერმანტაციის უნარის მქონე თხევადი პროდუქტი, რომელიც მიღებულია ხილის წვენ(ებ)ის და ხილფაფ(ებ)ის, ან/და კონცენტრირებული ხილფაფ(ებ)ის და წყლის შერევით ისე, რომ მასში ხილის წვენ(ებ)ის და ხილფაფ(ებ)ის მინიმალური მოცულობითი შემცველობა შეადგენს არანაკლებ 60%-ს.
ერთადერთი დასალევი ხილ-ბოსტნეული რომელიც სიკეთის ხასიათზე გაყენებს
რაც ბუნებამ მოგვცა!
მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, ჩვენს კვების რაციონში სულ უფრო მეტია სახეცვლილი, ნატურალურობა დაკარგული, მავნე საკვები პროდუქტები. მიუხედავად განვითარებისა, ადამიანები ადამიანებად ვრჩებით და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ბუნების სიკეთის, ხილისა და ბოსტნეულის ვიტამინების, ყოველდღიური მიღება. ჩვენ გვჯეროდა, რომ მიწის, მზის და წყლის მადლის ადამიანებამდე უცვლელად მიტანა შესაძლებელი იყო და გავაკეთეთ კიდეც! ჩვენ შევქმენით დასალევი ხილ-ბოსტნეულის ბრენდი “კეთილი და პატიოსანი” რომელიც ბუნების სიკეთეს ადამიანების სიკეთის სამსახურში აყენებს – სიმაყით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ბუნების ნაჩუქარი ხილ – ბოსტნეულის სასარგებლო ვიტამინების უკლებლივ ყველა სიკეთე უცვლელად, მოხერხებული მოხმარებისთვის თქხევადი სახით მოგვაქვს თქვენამდე. ეს არის ნამდვილი ხილბოსტნეული შენთვის, ჩვენთვის, საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის.
ჩვენ გვჯერა რომ სიკეთე საქმეში შესაძლებელი და აუცილებელია. ჩვენ გვინდა რომ “კეთილმა და პატიოსანმა” ადამიანები სიკეთის ხასიათზე დააყენოს და იყოს სანდო გამტარი ბუნების სიკეთესა და ადამიანებს სიკეთეს შორის.