მოსავლის აღების შემდეგ ახლად მოწეული ხილი და ბოსტნეული იგზავნება ჩვენს საწარმოში, სადაც ნაყოფი დეტალურად მოწმდება და ირჩევა. ხილისა და
ბოსტნეულის შერჩევის პროცესს ვახორციელებთ თანამედროვე დანადგარებით, რომლებიც ამოწმებენ ნაყოფის კურკის მთლიანობას და ზომების მიხედვით
ახარისხებენ ხილს. ხოლო საბოლოო გადარჩევას ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები უზრუნველყოფენ. მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ხილი და ბოსტნეული გაგვაქვს ექსპორტზე. ქართული ხილის კომპანია 15 სახეობის ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს. ესენია: ვაშლი, მაყვალი, ლეღვი, ატამი, ვაშლატამა, ხურმა, სუფრის ყურძენი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, კივი, ფეიხოა, ბროწეული, პომიდორი და კიტრი.