„კეთილი და პატიოსანი“ ასე ჰქვია დასალევ ხილ-ბოსტნეულს, რომლის წარმოებაც საქართველოში პანდემიის დროს დაიწყო და ბაზარზე 2020 წლის ზაფხულში გამოჩნდა.  „კომერსანტი“ დეტალებისთვის  კომპანიის  დირექტორს გიორგი ახალაძეს დაუკავშირდა, მისი  განცხადებით, კეთილი და პატიოსანი ამ  ეტაპზე 6  გემოს აწარმოებს, სამომავლოდ კი ორი გემოს დამატებას აპირებს.

გიორგიახალაძემ  „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ პროდუქტით დაინტერესდნენ  როგორც საქართველოში, ასევე მის  ფარგლებს  გარეთაც. გიორგი ახალაძის  თქმით, მისი პროდქცია ბაზარზე გამორჩეულია, რადგან მასში არ შედის  შაქარი და სხვა ქიმიური დანამატები.

„გვაქვს 6 გემო, არ  ვხმარობთ დანამატებს და შაქარს, ვამზადებთ  ბუნებრივად,  მხოლოდ  იმ  პროდუქტებით  რაც მოდის. გვაქვს როგორც  გარკვეული მიქსები, ასევე მარტო  ხილი და მარტო ბოსტნეულის ჩამოსხმაც, ასევე ვაწარმოებით ტომატის  წვენსაც, რომელიც  ექსპორტზე აშშ-ში  გავუშვით, პანდემიის  გამო  ტრანსპორტირება  ცოტა  დაგვიანდა.

შტატების გარდა მოლაპააკებებს დიდ ბრიტანეთთან, უკრაინასთან და ყატართან ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე გემოების  ტესტირება მიმდინარეობს, რაც  შეეხება ყატარს აქ უკვე მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა. გარდა ამისა, „კეთილი და პატიოსანი“ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაშიც იღებს. დაგეგმილი იყო გამოფენები, მაგრამ პანდემიის  გამო  გადაიდო და მხოლოდ ერთში მოვასწარით მონაწილეობის მიღება.  ეს იყო 2019  წლის  ბოლოს ჩინეთში. როგორც ვიცი დუბაიში იგეგმება  საინტერესო  გამოფენა და იქაც  მიწვეულები ვართ. გამოფენებზე სხვადასხვა დიდი ქსელები და მყიდველები ჩამოდიან, საინტერესო  შეხვედრები იქნება,  ჩვენ პროდუქციას დააგემოვნებენ“, –  აღნიშნა გიორგი ახალაძემ.

„კეთილი და პატიოსანი“ თითქმის ყველა დიდ ქსელურ მარკეტთან თანამშრომლობს, ასევე  წარმოდგენილია სამ ონლაინ პლატფორმაზე. რაც  შეეხება ქართველი მომხმარებლის დაინტერესებას,  ახალაძე აღნიშნავს, რომ ეს მათთვის სიახლეა და უცხოა, რადგან „კეთილი და პატიოანი“ არ  არის  გამაგრილებელი სასმელი, ეს არის  ბლანტი და  სქელი უფრო  სმუსის ტიპის საკვები თხევად მდგომარეობაში. თუმცა  ამ  სიახლეს ქართველი მომხარებელი კარგად  შეხვდა.

„ამ ეტაპზე ევრო პროდუქტთან, გუდვილთან, აგროჰაბთან, კარფურთან, ვთანამშრომლობთ, ასევე შევედით თბილისი მოლში, ნიკორასთან გვაქვს მოლაპარაკება,  სპარში  11 მაღაზიაში ვართ  შესული და სამომავლოდ  გაფართოვებასაც  ვაპირებთ. ბევრი გვწერს, რომ ვერ  გვპოულობენ, სამწუხაროდ ამ პანდემიის გამო ცოტა  ჩაკეტილები ვართ, თან  საახალწლო პერიოდიც დაემთხვა, გაფართოვების  კუთხით  ახლა უფრო გავაქტიურდით.

რეგიონებში  ცოტა  ჭირს შესვლა, უფრო  თბილისი გვაქვს ათვისებული. მაგალითად გორში  საერთოდ არ ვართ და  ბევრი  გწვერს გორიდან. ზუგდიდში  შევედით, ზაფხულში ფოთში  შევედით, იქ მეტი პოტენციალია და მინდა რომ  ეს პოტენციალი გამოვიყენოთ“, –  აღნიშნა გიორგი ახალაძემ..

„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ  ჩუმლაყში კომპანია ქართული აგროპროდუქტის საწარმოში მზადდება.  კომპანიამ კონკრეტულად კეთილი და პატიოსანისთვის  5 მილიონი დოლარის ინვსტიცია განახორციელა. როგორც გიორგი ახალაძემაღნიშნა,  ისარგებლეს  შეღავათიანი აგროკრედიტით, გრანტით და გარდა ამისა შეძლეს სააქციო კაპიტალის მობილიზებაც.

რაც შეეხება კომპანია ქართულ  აგრობრპოდქტს  ის თავის  მხრივ ქართული ხილის და ბოსტნეულის ექსპორტს 2013 წლიდან  უკრაინაში, ბელორუსში, რუსეთში, ყაზახეთში და სხვა  ქვეყნებში ახორციელებს, გარდა ამისა კომპანია სხვადასხვა ტიპის ნედლეულსაც აწარმოებს.

„2013 წელს საქართველოდან დავიწყეთ ხილის ექსპორტი  ისეთ  ქვეყნებში როგორიცაა, უკრაინა  ბელორუსია, რუსეთი და  დღემდე  ვეწევით  ამ საქმიანობას,  გამომდინარე  იქიდან თუ  როდის  არის  კრეფის  პერიოდი, ივნისიდან დაწყებული დეკემბრით  დამთავრებული სხვადასვხა  ხილი გაგვაქვს ექსპორტზე.

2014  წელს გურჯაანის რაიონის  სოფელ ჩუმლაყშიც ავაშენეთ მაცივარი,  დავაკომპლექტეთ იტალიური დანადგარებით, კალიბრაციას ვაკეთებთ  ადგილზე ზომისა და  ხარისხის  შესაბამისად,  ვაციებთ და ვფუთავთ  ევროპული  სტანდარტის შესაბამისად. 

გარდა ამისა, ვემსახურებით  ექსპორტიორებს. 2017 წლიდან დაიბადა იდეა, რომ  ხილი, რომელიც  არ  არის კარგად კონდინცირებული და არ გამოიყურება კარგად, თუმცა  არანაირი პრობლემა  არ აქვს, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა პიურეების  წარმოება და  2017 წლის  ბოლოდან დავიწყეთ ხილფაფების  წამოება, იქვე  ავაშენეთ  საწარმო, რომელიც  იტალიური  დანადგარებით არის  დაკომპლექტებული და  დავიწყეთ ხილისა  და  ბოსტნეულისგან  ხილფაფების წარმოება.  

ეს არის როგორც  შუალედური  პროდუქტი, ნედლეული საბოლოო  პროდუქტის მისაღებად, ეს  ნედლეულიც  გადის, როგორც ადგილობრივ  ბაზარზე ასევე ექსპორტზეც, რუსეთი დაინტერესდა ტყემლის ნედლეულით“,  – აღნიშნა გიორგი ახალაძემ..

გიორგი ახალაძემ „კომერსანტთან“ სამომავლო  გეგმებზეც ისაუბრა და  აღნიშნა, რომ  სამომავლოდ  ბავშვთა  კვების დამატებასაც  აპირებენ, რომელიც 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური ხილისა  და ბოსტნეულის პიურეს გულისხმობს.

თაკო კვაჭანტირაძე