ჩვენი კომპანია

კახეთში მდებარე „ქართული ხილის კომპანია“ ხილისა და ბოსტნეულის წამყვანი ექსპორტიორია. 500-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ ვაწვდით საუკეთესო ხარისხის პროდუქტს ათამდე უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელს რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში. განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ნაყოფის შერჩევის პროცესს, რათა შევუნარჩუნოთ უმაღლესი ხარისხი და დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები.

ჩვენი კომპანია

ჩვენი პროდუქტები

მოსავლის აღების შემდეგ ახლად მოწეული ხილი და ბოსტნეული იგზავნება ჩვენს საწარმოში, სადაც ნაყოფი დეტალურად მოწმდება და ირჩევა. ხილისა და ბოსტნეულის შერჩევის პროცესს ვახორციელებთ თანამედროვე დანადგარებით, რომლებიც ამოწმებენ ნაყოფის კურკის მთლიანობას და ზომების მიხედვით ახარისხებენ ხილს. ხოლო საბოლოო გადარჩევას ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები უზრუნველყოფენ. ჩვენ ვზრუნავთ კომპანიის სახელზე და ესაბამისად, მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ხილი და ბოსტნეული გაგვაქვს ექსპორტზე. ქართული ხილის კომპანია 15 სახეობის ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს. ესენია: ვაშლი, მაყვალი, ლეღვი, ატამი, ვაშლატამა, ხურმა, სუფრის ყურძენი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, კივი, ფეიხოა, ბროწეული, პომიდორი და კიტრი.

ჩვენი საწარმო და საწარმოო პროცესი

ჩვენი კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქართული ხილისა და ბოსტნეულის შენახვა-დასაწყობება სამაცივრე შენობაში და შემდგომში მისი საექსპორტო ბაზარზე გატანა. „ქართული ხილის კომპანიაში“ დაცულია ჰიგიენის ნორმები და უზრუნველყოფილია ხარისხის მაღალი სტანდარტი. ამჟამად „ქართული ხილის კომპანია“ თანამშრომლობს USAID-ის მიერ დაფინანსებულ REAP პროექტთან. გადამამუშავებელი ხაზის გაფართოებისა და პროდუქციის შენახვის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, კომპანიამ REAP პროექტის ხელშეწყობით შექმნა თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მოიცავს 430 მ2 საკონსოლიდაციო ცენტრს, 350 ტონა ტევადობის სამაცივრე მეურნეობას და თანამედროვე გადამამუშავებელ ხაზს. ჩვენი რჩეული პროდუქციის დაზიანებისგან დასაცავად დახარისხება მიმდინარეობს თანამედროვე, იტალიური დანადგარების მეშვეობით. ჩვენს საწარმოში ხილი და ბოსტნეული ინახება სასაწყობო მაცივარში, რომელშიც დაცულია ყველა სტანდარტი და უზრუნველყოფილია პროდუქციის გრძელვადიანი შენახვის პირობები. ჩვენს კომპანიას მოპოვებული აქვს მაღალი ხარისხის ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებლის სტატუსი საექსპორტო ბაზარზე.

ჩვენი საწარმო და საწარმოო პროცესი
ჩვენი მომწოდებლები

ჩვენი მომწოდებლები

ჩვენი გამოცდილი ექსპერტების გუნდი მუდმივად ეძებს ახალ მომწოდებლებს საქართველოს რეგიონებში და სწორედ ადგილობრივი ფერმერების ფართო ქსელი განაპირობებს ჩვენი ბიზნესის წარმატებას. გლეხებთან პირდაპირი თანამშრომლობა გვეხმარება, შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი და კონკურენტუნარიანი ფასები. კომპანია მთელი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ფერმერისგან იბარებს მაღალი ხარისხის სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს.