ჩვენ შესახებ

2013 წელს თანამოაზრეთა ჯგუფი დავინტერსდით აგრობიზნესით. დავფუძნდით გურჯაანის რაიონი სოფელი ჩუმლაყში, დავიწყეთ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. მოგვიანებით გადაწყდა ხილის პიურეს და რბილობიანი წვენების წარმოება. გუნდის ძალისხმევით, USAID-ის პროექტ REAP-თან თანამშრომლობითა და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა თანამდეროვე, ვერტიკალურად ინტეგრირებადი აგრო კომპლექსი - ამბიციური და შორს მიმავალი გეგმებით.

შპს ქართული აგროპროდუქტი

აგროპროდუქტის ჯგუფმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმაყში საქმიანობა 2013 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ კომპანია ეწევა ქართული ხილის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში. პირველად დარგის ისტორიაში, აღნიშნული ექსპორტი განხორციელდა პროდუქციის ხარისხის მიმართ სტანდარტების მაღალი მოთხოვნის მქონე ქსელებში და ქართულმა პროდუქციამ ღირსეული კონკურენცია გაუწია ისეთ ტრადიციულ ხილის მწარმოებელ ქვეყნებს, როგორებიც არიან ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი.

„ქართული ხილის კომპანია“

“კომპანია” შექმნილია 2013 წელს. პარტნოირული ურთიერთობა ჩამოყალიბებულია რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, თურქეთის, საბერძნეთის, ეგვიპტის უმსხვილეს სავაჭრო კომპანიებთან. ჩვენი მისიაა – ხელი შევუწყოთ საქართველოში ხილის წარმოებას, გადამუშავებას და წარმოებული პროდუქტების ექსპორტს. პროდუქტის შერჩევა და მისი მომზადება მოიცავს იმ ფერმერების მოძიებას, რომლებსაც მოჰყავთ შესაბამისი პროდუქტი, მათთან ხელშეკრულების დადებას, აგრეთვე პროდუქციის შემდგომ აღებას, დახარისხებას, დაკალიბრებას და შეფუთვას.